თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრ ნათია მოდებაძესთან ერთად ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც მოქალაქეები ყველა პროფილის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში იღებენ.
სტუმრებმა კლინიკის გენერალურ დირექტორთან, ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გოჩა ინგოროყვასთან ერთად სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერეს და სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქვეყანაში ნეიროქირურგიის დარგის განვითარებაზე, ამ მიმართულების სპეციალისტების ხელშეწყობასა და სამეცნიერო სიახლეების შესახებ ისაუბრეს. ასევე აღნიშნეს, რომ მკურნალობის, დიაგნოსტიკის, ლაბორატორიული გამოკვლევების პროცესში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენება და პროფესიონალთა გუნდის ეფექტიანი მუშაობა პაციენტებს ევროპული დონის ინოვაციური სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს.
ზურაბ ჩიკვილაძემ კლინიკის მედიკოსებთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მუნიციპალური პროგრამების სტრატეგიის განსაზღვრაში სამედიცინო პერსონალის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მაღალტექნოლოგიური კლინიკების არსებობა მნიშვნელოვანია. მაღალი დონის სამედიცინო სერვისებისადმი ნებისმიერი სტატუსის მქონე პირის ხელმისაწვდომობის წინაპირობას კვლევების თანადაფინანსება ქმნის, რასაც თბილისის მერია ახორციელებს. მსგავსი სერვისების არსებობა კი საზოგადოების ჯანმრთელობის გარანტიაა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორს მოუსმინეს
ოქტომბერი 19,2023„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები და კვლევები თანამოქალაქეებს სრულად აუნაზღაურდებათ“
სექტემბერი 20,2023